ხელისუფლებას შიგნით ჰყავს მტრები, რომლებიც ძირს უთხრიან-ზეწოლა შვილის მიერ პარტიის დატოვების გამო

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორი ლელა ჩახვაძე აცხადებს, რომ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო მასზე ზეწოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, მას მერე, რაც მისმა შვილმა, გვანცა ჩხარტიშვილმა ლანჩხუთში „ქართული ოცნება“ დატოვა, ზეწოლას დარეკვები მოჰყვა. ჩახვაძე მის მიერ აგრესიას ლანჩხუთის გამგებლობის კანდიდატად შესაძლო დასახელებასაც მიაწერს.