ოკუპაციის ხაზთან განთავსებულ სოფლებში სკვერ–ბიბლიოთეკები მოეწყობა

საქაერთველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, გიორგი კეკელიძის ხელმძღვანელობით, ოკუპაციის ხაზთან განთავსებულ სოფლებში სკვერ–ბიბლიოთეკები მოეწყობა.

“#გიორგიკეკელიძე: ძალიან დიდი ამბავი დავიწყეთ! ოკუპაციის ხაზთან განთავსებულ სოფლებში ასეთ ულამაზეს სკვერ–ბიბლიოთეკებს მოვაწყობთ. ეს ჩვენი საგანმათლებო მოძრაობა #ეკვილიბრიუმის მორიგი პროექტია. ის სამი სოფლით დაიწყება და ამ ეტაპს კულტურის სამინისტრო დააფინანსებს. ანაკლიის სკვერი–ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს გაიხსნა და სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო ვერ ვესწრებოდი, ასევე მხარდამჭერები არიან: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, „ნოვა“, „ციტადელი“ , ზუგდიდის მუნიციპალიტეტი”, – ნათქვამია კეკელიძის “ფეიუქზე” გავრცელებულ ინფორმაციაში.