„ლიბერალ-დემოკრატები“ საპროტესტო აქციას მართავენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

30 ოქტომბერს „ლიბერალ-დემოკრატები“ საპროტესტო აქციას მართავენ. პარტიის ლიდერის, მუხრან ბურჭულაძის განცხადებით 8 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, რასაც ისინი საპროტესტო აქციით სწორედ მეორე ტურის დღეს პასუხობენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

-„არშემდგარ არჩევნებს გავაპროტესტებთ, გვიერთდებიან ემიგრანტები, რომლებიც სპეციალურად ჩამოდიან. მოვითხოვთ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას. მარათონი და მასკარადი მოძალადე რეჟიმს ვერ იხსნის და თუ დარჩა საერთოდ პარტია, რომელიც არ გაყიდულა, შემოგვიერთდნენ!“-აცხადებს ბურჭულაძე.

აქციას უერთდებიან და მოთხოვნას იზიარებენ ნემო ბურჭულაძე, ნოდარ ნათაძე და სხვები. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქცია გუშინ, 23 ოქტომბერს “დედაენის” ბაღში შეკრებაზე დაიგეგმა.

14681774_1139861212759592_6419555002550390403_n

კომენტარის დატოვება