ოკუპანტების კიდევ ერთი მსხვერპლი

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალიდან 29 წლის ილია თაყაძე გაიტაცეს. ახლობლების თქმით, მამაკაცი პირუტყვის სამწყემსად გუშინ წავიდა და მას შემდეგ სახლში აღარ დაბრუნებულა, ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ თაყაძე როგორც არაერთი მოქალაქე, ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადააკვეთისთვის დააკავეს.

არსებული ინფორმაციით დაკავებული  ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

კომენტარის დატოვება