სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა

დღეს დილით პარიზში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი გარდაიცვალა.

სულხან მოლაშვილი 47 წლის იყო.

2004 წელს საზოგადოებამ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის შემზარავი ფოტოები იხილა: პატიმრობაში მყოფ სულხან მოლაშვილს მთელი ზურგი სიგარეტით ჰქონდა ამომწვარი, სხეულზე უამრავი ჩაქცევა და სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა;
როგორც ამბობდნენ, ელექტროშოკით მიყენებული წამების გამო ფეხის ვენები დასკდომაზე ჰქონდა… პრესა წამების ამსახველი კადრებით აჭრელდა. ხელისუფლებამაც დადო პირობა, რომ მოლაშვილის წამების ფაქტს გამოიძიებდა, მაგრამ ეს ამბავი ნელ-ნელა ყველას მიავიწყდა და ფორმალურად აღძრული საქმე “თაროზე შემოდებული” დარჩა. ..

მოლაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1986-1987წწ. მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში; 1992-1994წწ. უზენაესი სასამართლოს ინსპექტორი; 1994-1996წწ. კონსულტანტი; 1996 წლიდან ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვით ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი; საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.

images

კომენტარის დატოვება