ქუთაისში ბზას განადგურება ემუქრება

ქუთაისში მოსახლეობა აღშფოთებულია. მათი თქმით ეზოებში ბზა ხმება. როგორც ჩვენი კორესპოდენტი ადგილიდან გვატყობინებს, მცენარე არა მარტო მოსახლეობის ეზოებში, არამედ თითქმის ყველგან ხმება.

დავით ცხვარაძე

მარადმწვანე მცენარე ბზას განადგურება ემუქრება, თითქმის ყველგან მცენარემ ხმობა დაიწყო, ბზები გამხმარია სასაფლაოებზეც, ეზოებში, ბაღებში, პარკებში, სკვერებში, ამ ეტაპზე უცნობია მცენარეთა დაავადების სახელწოდება რომელიც მარადმწვანე მცენარის ხმობას უწყობს ხელს.

კომენტარის დატოვება