პრემიერი: ეს ადამიანები იმუშავებებენ ისე, რომ თბილისი იქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად!

საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

-„ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს სათავეები და დარწმუნებული ვარ სწორ არჩევანს გააკეთებს.

ეს ადამიანები იმუშავებებენ ისე, რომ თბილისი იქცეს სიცოცხლით სავსე ქალაქად.

ბევრ მათგანს ჩვენი საზოგადოება უკვე იცნობს, თუმცა ბევრი ახალი სახეა და დარწმუნებული ვარ თბილისი ნამდვილად იქცევა სიცოცხლით სავსე ქალაქად”.

პრემიერმა 25 ადამიანის სია წარმოადგინა რაიონების მიხედვით.

მთაწმინდა- ჯაბა ჯიშკარიანი;

ვაკე- გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე;

საბურთალო – ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე, ვახტანგ შაქარიშვილი;

კრწანისი – თემურ გორგაძე;

ისანი – ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე, ლევან დავითაშვილი;

სამგორი – რევაზ სოხაძე, გიორგი ტყემალაძე, გიორგი დოხტურიშვილი, ქეთევან მამულაშვილი;

ჩუღურეთი – რიმა ბერაძე;

დიდუბე – ვლადიმერ ძნელაძე, ტარას შურღაია;

ნაძალადევი – თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი, ალექსანდრე ხუჯაძე;

გლდანი – შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე, ქეთევამ ჯოხაძე.

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ქუთაისში ჩავა, სადაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს დაასახელებს.