შემოდგომის რეფერენდუმის წინ ქართველ ხალხს სიურპრიზს ვუმზადებთ – მიხეილ სააკაშვილი

ძალიან ბევრი კითხვაა ჩემს გეგმებზე, საერთოდ ჩვენს გეგმებზე. მინდა, ერთი რამ ყველამ გავიგოთ, ჩვენ ვუმზადებთ შემოდგომის რეფერენდუმის წინ ივანიშვილს და მის დამქაშებს სერიოზულ სიურპრიზს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიურპრიზი ქართველი ხალხის დიდი ნაწილისთვის სასიამოვნო იქნება.

„ამას ვამბობ სრულიად სერიოზულად. ხოლო ქართველ ხალხს სასიამოვნო სიურპრიზს ვუმზადებთ. ვიღაცებს გაუხარდება და ეს იქნება რამდენიმე მილიონი ქართველი, 100 კაცს, 200-500 კაცს კი ეწყინება. მაგრამ როგორც ამბობდა საქართველოს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, ცივი წყალი დალიოს ყველამ, ვისაც ეწყინება“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.