ხანძარი კახეთში – კოხტას მთის ფერდობს ცეცხლი უკიდია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანის მახლობლად კოხტას მთის ფერდობზე ხანძარია. მოსახლეობამ კვამლი დილით შენიშნა და შესაბამის სამსახურს შეატყობინა. 

სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა უკვე მიემართება შემთხვევის ადგილისკენ.

„ცეცხლის ადგილამდე ტექნიკის მისვლა შეუძლებელია, 5 კმ ფეხით გვაქვს მთაზე სავალი“, – განუცხადა პირველ არხს კახეთის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსმა ნიკა ყლარტიაულმა.

ამ წუთებში მეხანძრეები დაკვამლიანების ადგილისკენ ფეხით მიემართებიან, რასაც, სავარაუდოდ, ერთი საათი დასჭირდება. დეტალური ინფორმაცია კი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მეხანძრეები ცეცხლის კერამდე ფეხით მისვლას შეძლებენ.

ხანძრის მასშტაბის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.