თბილისის შემოსასვლელთან ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ერთი ადამიანი დაშავდა ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, თბილისის შემოსასვლელთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

მომხდარის გამო, მცხეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობა შეფერხდა. ადგილზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.

როგორც საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიებს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.