” საფრთხე არ არსებობს, ხვალ ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდება”

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის ცნობით, ხანძრების გამო მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ქრონიკასთან ინტერვიუში ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ართანის თავზე ცეცხლი უკიდია ბალახს, დაყრილ ფოთოლს და ხეებზე არ გავრცელებულა.

კახეთის გუბერნატორმა ჩატარებულ და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხვალ ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდება.