ხმაური და დაპირისპირება ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

დავით ცხვარაძე  

ქუთაისის საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურით დაიწყო და ხმაურითვე დასრულდა. “ნაციონალი” დეპუტატი გიორგი უკლება და ქალაქის მერი შოთა მურღულია ერთმანეთს სიტყვიერათ დაუპირისპირდნენ.მათი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ხმაური საკრებულოზე გამოტანილმა იმ საკითხმა გამოიწვია, რომელიც შპს “დრიმჰაუსისთვის” K2 კოეფიციენტის დადგენას შეეხებოდა.

გია უკლებამ შპს”დრიმჰაუსის” სასარგებლოდ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების გამო ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა. გადაწყვეტილების შედეგად, კომპანიის მიერ ქალაქის ძველ უბანში აშენებული სასტუმროს “ზედმეტი” სართული კანონიერად გამოცხადდება. ქალაქის მერის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა 2011 წელს გაიცა. მურღულიას თქმით, არის მხოლოდ ორი გამოსავალი პირველი დავანგრიოთ შენობა და მეორე – გავზარდოთ კოეფიციენტი. დაპირისპირება მურღულიასა და უკლებას შორის სწორედ ამ საკითხმა გაამწვავა, მურღულიამ უკლებას კითხვით მიმართა „დავანგრიოთ თუ ავაშენოთ“_ო მურღულიამ უკლებას დღსვე სხდომაზე შეახსენა რომ მშენებლობის დაწყება მისი ხელისუფლების დროს მოხდა.

„ მოვიქცევით ისე როგორც კანონი გვიჩვენებს მე არც მოსამართლე ვარ და არც პრეზიდენტი, რომ რამე ვუბრძანო ვინმეს. თუ კანონი გვეუბნება სათავეში თქვენ ხართ და როგორც წესი და რიგია ისე უნდა მოიქცეთ“აცხადებს უკლება.

მართალია საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურით დაიწყო, მაგრამ საკითხი ხმათა უმრავლესობით მაინც დაამტკიცა, რომლსაც მხარი გია უკლებამ არ დაუჭირა

კომენტარის დატოვება