კახა ძაგანია საბავშვო ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობას გააპროტესტებს

ხუთშაბათს, 28 ივლისს, 13:00 სთ-ზე,  “მემარცხენე ალიანსის” ცენტრალურ ოფისში, პარტიის თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს, სადაც საბავშო მხატვრულ ლიტერატურაში ინცესტის ნიშნების არსებობას გააპროტესტებს და ასაკობრივი ცენზურის დაწესებას მოითხოვს.

მისამართი: ი. ხვიჩიას 17 საკონტაქტო პირი: ნინო ქეშელაშვილი (პრესცენტრი)- 598 700 642

P.S. საქმე ეხება საბავშვო ზღაპარს-“ვირისტყავა”, რომლის თარგმანი დამახინჯებულია და ქართულ ვერსიაში  მამას (მეფეს)  თავისი ასულის ცოლად შერთვა სურს. 

კომენტარის დატოვება