მოსამართლემ აბესაძე პატიმრობაში დატოვა

თბილისის მერიის ყოფილი თანამშრომლის ოთარ აბესაძის დღევანდელი პროცესი დასრულდა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ და აბესაძე პატიმრობაში დატოვა.

საქმის არსებითი განხილვა 14 სექტემბერს გაგრძელდება.