გიორგი ქაჯაია დიდუბეში მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს

გიორგი ქაჯაია დიდუბეში მაჟორიტარობისთვის დამოუკიდებლად იბრძოლებს. ინფორმაციას ადასტურებს და სოციალურ ქსელში წერს:

-“ძვირფასო დიდუბელებო ჩემო მეგობრებო, დღეს ცესკომ ოფიციალურად დამარეგისტრირა დიდუბის რაიონის დამოუკიდებელ მაჟორიტარ კანდიდატად .ეს ჩემთვის გამარჯვებაა ,რადგან სწორედ დიდუბელების თანხმობის შედეგად გავხვდი კანდიდატი.

დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც გვერდით მედგა ამ ხნის განმავლობაში .ყველაფერს გავაკეთებ რათა თქვენი ნდობა და იმედები გავამართლო .ჩვენი რაიონის განვითარება თითოეულ ჩვენთაგანზეა დამოკიდებული ,დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალებით უკეთესობისკენ შევცვლით დღევანდელ რეალობას !

მუშაობა გრძელდება და მე მტკიცე უარს ვამბობ დამარცხებაზე ხოლო დამარცხებაზე უარის თქმა გამარჯვებას ნიშნავს .

ერთად-ერთმანეთისთვის!