„დავიღალეთ! გავწამდით! ამ არჩევნების წინ მაინც მოგვხედოს ვინმემ!“

გუშინ სააგენტომ კაკაბეთიდან მორიგი წერილი მიიღო, ადგილობრივები ნომერ პირველ პრობლემად ისევ უწყლობას ასახელებენ და საჯაროდ მიმარტავენ ხელისუფლებას ამ არცევნების წინ მაინც დაინტერესდნენ ხალხის ყოფით.

როგორც გახსოვთ, კაკაბეთიდან ადრეც მივიღეთ წერილები, მაშნ სოფლის მაცხოვრებლები მედიის ადგილზე მისვლას ითხივდა, მერე წყლის სინჯის აღებას და თავად დარწმუნებას მის უვარგისობაში, დღეს კი წერილში ვკითხულობთ:

-„უკვე აღარც ბინძური წყალი მოდის და სუფთა ხომ წლებია არ გვინახავს. ბიდონებით და ბოცებით ვეზიდებით წყალს. თუ ვინმე თბილისში ან სხვა ქალაქში წავა, უნდა ნახოთ, მანქანაში ცარიელი ჭურჭელია წყლისთვის. დავიღალეთ! გადავკეტავთ გზას და შევყრით ქვეყანას. ამ არჩევნების წინ მაინც მოგვხედოს ვინმემ!“

კაკაბეთს უწყლობის პრობლემა უკვე წლებია აწუხებს, ახლა კი, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ამას ახალგაზრდა ხეების მასიური ჭრა დაერთო, თუმცა გვითხრეს, რომ ამ თემაზე უფრო ვრცლად მხოლოდ ფაქტების მოტანის შემდეგ მოგვიყვებიან.

ეს პრობლემა ადრე ამავე სოფლის სხვა მაცხოვრებლებმაც დააყენეს.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9d%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a2%e1%83%a7/

ჟურნალისტებო! ჩამოდით კაკაბეთში!

https://www.gmtv.ge/%e1%83%9f%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%91%e1%83%9d-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%93%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%99%e1%83%90/

ასევე იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9f%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%a9%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%90/