„მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად აპირებს. მან Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით – „მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში“.

მეორე სტატუსით კი ამბობს, რომ უკრაინაში გამგზავრებამდე მასთან “ფინჯან ჩაიზე შეიარა დენიელ ფრიდმა-ამერიკელმა დიპლომატმა.

სააკაშვილის თქმით, რომ ის პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს აპირებს და მას აეროპორტში უკრაინის მთელი ოპოზიციური სპექტრი დახვდება, მათ შორის იქნება იულია ტიმოშენკოც.