თურქეთი თავის მოქალაქეებს მოუწოდებს არ ჩავიდნენ გერმანიაში

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადებით მიმართა თანამოქალაქეებს და მოუწოდა თავი შეიკავონ და არ ჩავიდნენ გერმანიაში. მიზეზად „ანტითურქული განწყობა“ სახელდება.

უფრო ადრე კი თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიაში მცხოვრებ თურქებს მიმართა და მოუწოდა 24 სექტემბერს, ფედერაური კანცლერის არჩევნებში არ მისცენ ხმა ანგელა მერკელის და მისი მოკავშირეების პარტიას.

ორი ქვეყნის ურთიერთობას ბზარი მაშინ გაუჩნდა, როცა სამოქალაქო გადატრიალების მცდელობისთვის თურქეთში უამრავი ადამიანი დააკავეს, რის გამოც გერმანიამ, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად დაგმო ერდოღანის საქციელი.