მატარებელი არ დაიძვრება, სანამ სააკაშვილი ვაგონს არ დატოვებს

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთის დატოვება და უკრაინაში ჩასვლა მატარებლით გადაწყვიტა, თუმცა პოლონეთის რკინიგზის ადმინისტრაციამ სააკაშვილს ვაგონის დატოვება მოსთხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო РИА ავრცელებს.

“ჩვენს მატარებელში იმყოფება პირი, რომელსაც უკრაინაში შესვლის უფლება არ აქვს. მატარებელი არ დაიძრება, სანამ ეს პირი ვაგონს არ დატოვებს”, – აცხადებენ პოლონეთის რკინიგზის ადმინისტრაციაში.

მატარებელი პოლონეთიდან უკრაინაში თბილისის დროით 15:07 საათზე უნდა გასულიყო.

პოლონეთი-უკრაინის საზღვრის უკრაინულ მხარეზე უკვე შეკრებილები არიან სააკაშვილის მხარდამჭერები. მას სცენაც ელოდება, სადაც უკვე მიმდინარეობს უკრაინის ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვარს თბილისის დროით 4 საათისთვის გადალახავს.

ქვეყნის სასაზღვრო სამსახური მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინაში შესვლის შემთხვევაში პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში გაბრუნებას აპირებს.