საქართველომ ისტორიული მიწები დაკარგა…ვიმედოვნებთ ახლა მაინც დემარკაციის პროცესს ქართული მხარე პასუხისმგებლობით მოეკიდება

საქართველოს –სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დემარკაციის პროცესთან დაკავშირებით უფლებადამცველი და ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა სოციალური უზრუნველყოფის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი თევზაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

-„როგორც ცნობილია, მიმდინარეობს საქართველო-სომხეთის საზღვრის დემარკაციის რთული პროცესი. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ ერთ–ერთ მონაკვეთზე სახელმწიფოთა პოზიციები დღემდე შეჯერებული არ არის, განსაკუთრებით იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს მართლმადიდებლური ჰუჯაბის ტაძარი. ისტორიულად ცნობილია, რომ წინა ქართული ხელისუფლებების უსაფუძვლო და უსამართლო ლოიალობით საქართველომ ისტორიული მიწები დაკარგა…

დაუშვებელია ამ უმსგავსო და უსაფუძვლო მოქმედების შედეგს წარმოადგენს ის სახელმწიფო საზღვრები, რომელიც ჰქონდა საბჭოთა საქართველოს მეზობელ საბჭოთა ქვეყნებთან. დემარკაცია რომ ფორმალური პროცესი იყო არც ცალკეული მიწების ისტორიული კუთვნილების საკითხი იქნებოდა განსახილველი.

სომხეთთან დასადგენი სახელმწიფო საზღრის დემარკაცია დაუშვებელია განხორციელდეს ამ დარგის ექსპერტების, ისტორიკოსებისა და საქართველოს საპატრიარქოს კომპეტენტური წრმომადგენლების ჩართულობის გარეშე. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადაწყვეტილებამ არ უნდა დატოვოს კითხვები არც ერთ მხარეს.

ვიმედოვნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ დემარკაციის პროცესს ქართული მხარე მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდება და გადაწყვეტილებების მიღებისას დაიკავებს სამართლიან და კანონიერ პოზიციას.

ჩვენ განვახორციელებთ პროცესის საზოგადოებრივ მონიტორინგს, რომლის შედეგები განსაჯაროვდება მედია–საშუალებებით“–აღნიშულია განცხადებაში.