“დათო უთმელიძე საკრებულოში სჭიროა ნებისმიერი პასიანსის დროს…”

დავით უთმელიძე საბურთალოს მე-5 ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი. მას ოფიციალური შეხვედრები ამომრჩეველთან ჯერ არ დაუწყია, თუმცა საზოგადოება მაინც კარგად იცნობს, რდგან ის სკრებულოს მოქმედი დეპუტატია, ჯერძოდ კი უკვე 4 წელი თბილისის  საკრებულოს  “ქართული ოცნება –კონსერვატორების”  ფრაქციის  თავმჯდომარეა.

ალბათ ყველზე სანდო შეფასება იმ ადამიანისაა, ვინც დავით უთმელიძის გვერდით საკრებულოში ამ წლების განმავლობაში მუშაობდა.

აი, როგორ ახსიათებს საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სოსო მანჯავიძე კოლეგას:

-„დათო უთმელიძე ძალიან მცოდნე და კომპეტენტური ადამიანია, მას შეუძლია ნებისმიერ დროს ოპერატიულად მოქმედება, აქვს საჯარო სამსახურის დიდი გამოცდილება, ასე რომ დათო უთმელიძე საკრებულოში სჭიროა ნებისმიერი პასიანსის დროს. სერთოდ ნებიემიერი ასეთი სტრუქტურა საჭიროებს სწორედ ასეთ ადამიანებს“