ფერეიდანელებთან ერთად შესრულებული საქართველოს ჰიმნი (ვიდეო)

ვარდების ბაღში პროექტის  ქართული ენისა და ხალხური სიმღერების შემსწავლელი კურსი ფერეიდნელებისათვის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ფერეიდანელმა ქართველებმა  წარმოადგინეს პროექტის ფარგლებში ნასწავლი სიმღერები: “სულიკო”, “სხვა საქართველო სად არის”, “შავლეგო”… შეასრულეს სიმღერები ფანდურზე. მათ გადაეცათ პროექტის დასრულების სერთიფიკატები, თიბისი ბანკმა კი ფერეიდნელებს  სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საღამოს დასასრულს სტუმრებმა ფერეიდანელებთან ერთად საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ავტორია საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი ზვიად ტომარაძე. პროექტი  ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის” მიერ დაფინანსდა.

ფერეიდანელ ქართველებს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა. გიორგი მარგველაშვილს ზვიად ტომარაძემ პროექტში მონაწილე ფერეიდანელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სთხოვა, რაზეც პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა.

         ძალიან მაგარი ქართული საქმე წარმატებით დაბოლოვდა!

კომენტარის დატოვება