მთავრობამ არჩევანი ევა გოცირიძეზე შეაჩერა

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2016 წლისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე კანდიდატთა სამპირიან სიაში ნანა მჭედლიძის კანდიდატურის ნაცვლად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ევა გოცირიძის კანდიდატურა შევიდა.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოს ექსპერტებმა ნანა მჭედლიშვილის კანდიდატურა მოსამართლეობის თანამდებობაზე, მისი კარიერის ამ ეტაპზე შეუსაბამოდ მიიჩნიეს.მინისტრი განმარტავს, რომ სტრასბურგის შესაბამისი ორგანოების გადაწყვეტილება დასაბუთებული იყო შემდეგნაირად: მჭედლიშვილს კარიერული განვითარების ამ ეტაპზე, არ აქვს არც მართლმსაჯულების სისტემაში და არც აკადემიურ სფეროში არ აქვს სათანადო გამოცდილება.

აღსანიშნავია, რომ ევა გოცორიძესთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა აქვთ გამოთქმული არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა, წულუკიანს ამაზეც აქვს პასუხი და ამბობს, რომ „ქულები იწერება არა მორალში, არამედ ქულები იწერება კომპეტენციაში“.

შეგახსენებთ იმასაც, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი არაერთხელ აცხადებდა:-„ევა გოცირიძე, კახაბერ სოფრომაძე და ვახტანგ თოდრია, რომლებმაც ხმა მისცეს მურუსიძის დანიშვნას, უნდა გამოცხადდნენ საზოგადოების მტრებად!“  ეს განცხადება მას მერე გაკეთდა, რაც ევა გოცირიძემ ხელი მოაწერა ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნას.

კომენტარის დატოვება