ევროპული საბჭო: ხაზს ვუსვამთ თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან – მათი მდგრადობის გაზრდის მიზნით

ევროკავშირის ლიდერებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროპული მისწრაფება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ამის შესახებ იმ განცხადებაშია საუბარი, რომელიც ბრიუსელში გამართული ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ევროპული საბჭო ხაზს უსვამს, რომ ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ და აღიარებენ პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობასა და თანამშრომლობას აღმოსავლეთ პარტნიორებთან – მათი მდგრადობის გაზრდის მიზნით. ამ კონტექსტში, ის ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის დეკლარაციაზე, რომელშიც აღიარებულია ევროპული მისწრაფებები და აღმოსავლეთ პარტნიორების ევროპული არჩევანი, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებებშია აღნიშნული. იგი ხაზს უსვამს ერთგულებას ცენტრალურ აზიასთან ურთიერთობების გაღრმავების კუთხით“, – აღნიშნულია დოკუმენტში.