თუშეთის ტყეში ხანძარია – იწვის წიწვოვანი ნარგავები

თუშეთის ტყეში ხანძრის ახალი კრეაა. როგორც “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლის გავრცელების არეალი დიდი არაა და ხანძარი წიწვოვან ტყეში გაჩნდა.

ადგილზე რამდენიმე ათეული მეხანძრე მაშველი მუშაობს.

თუშეთში, ხანძარი იყო 2 სექტემბერსაც. ცეცხლი მაშინ სოფელ ხახაბოს მიმდებარედ, მთის ფერდობს ეკიდა. მეხანძრეები ხანძრის ლიკვიდირებას რამდენიმე დღის განმალვობაში ცდილობდნენ.