სისხლიანი ქრონიკები – 1993 წელი. 15 სექტემბერი. აფხაზებმა დაიწყეს სოხუმის ბოლო შტურმი

სისხლიანი ქრონიკები

1993 წელი. 15 სექტემბერს აფხაზებმა დაიწყეს სოხუმის ბოლო შტურმი. არტილერიის გარეშე დარჩენილი ქალაქი აფხაზური არტილერიის მიერ იცხრილებოდა პირდაპირი დამიზნებით. რადგანაც ჩვენები ვეღარ ახდენდნენ მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობას. დაიწყო ქალაქის ეწ ковровая бомбежка. სოხუმის დამცველები აღმოჩნდენ მძიმე მდგომარეობაში. ქალებით და ბავშვებით სავსე ქალაქში მათ უნდა ებრძოლათ იარაღის, ტექნიკის, არტილერიის გარეშე კბილებამდე შეიარაღებულ მტერთან.
სოხუმთან ერთადერთი მაშველი ძალა ჩავიდა თბილისიდან ტუ 134-თ, პოლიციის რაზმი.
სხვა გზები აღარ იყო. თუმცა მათ დიდი ვერაფერი ვერ შეძლეს.

შემდგომი ორი რეისი აფხაზებმა ჰაერშივე ააფეთქეს, დაიღუპა ძირითადში უშიშროების და მხედრიონის რაზმები.
ქობალიას გვარდიამ დროებით გაუხსნა გზა ქართულ შენაერთებს. დაახლოებით 4500 კაცი შევიდა ოჩამჩირეში, სადაც დაბანაკდა. ოპერაციებს ხელმძღვანელობდა ვიცეპრემიერი ავთანდილ მარგიანი.
მიუხედავად რიცხოვნობისა, ამ რაზმმა უთაურობის თუ საბოტაჟის გამო, ვერ მოახერხა აძიუბჟასთან კოდორის ხიდის გადავლა და ეს ბრიგადა რას აკეთებდა იქ ჩემთვის დღესაც ამოცანაა.
სოხუმი კი სულს ღაფავდა და იმედის თვალით ელოდა აღმოსავლეთიდან მაშველს ქობალიას გვარდიის თუ ოჩამჩირის ბრიგადის სახით.
22 სექტემბერს, მცირეოდენი შეტაკების მერე ყარყარაშვილმა მოახდინა კოდორის ფორსირება აძიუბჟასთან, და გადაიყვანა ოჩამჩირიდან სოხუმში 4 ტანკი და დაახლოებით 350 მებრძოლი. თუმცა ეს ზღვაში წვეთი იყო.
ოჩამჩირის ბრიგადა ისევ ადგილზე უმიზნოდ იზილება.

22 სექტემბერს (?) ზვიად გამსახურდია ჩამოდის ზუგდიდში და აცხადებს საერთო ჯარების მობილიზაციას და გაერთიანებას სოხუმის გადასარჩენად. თუმცა ეს დარჩა ლიტონ სიტყვებად.
ქობალიას გვარდიას მონაწილეობა არ მიუღია ანტიაფხაზურ ოპერაციებში. პირიქით დაიწყო სამთავრობო ძალების განიარაღება ოჩამჩირეში და გალში.

იმ დროს ზვიადისტურ წრეებში ფიგურირებდა აზრი რომ იმ სატანას (შევარდნაძეს) ჩააძაღლებდნენ სოხუმში, ხუნტის ჯარებიც და მხედრიონიც განადგურდებოდა აფხაზეთში და ამის შემდგომ მათ გზა ექნებდათ ხსნილი თბილისზე და კანონიერი ხელისუფლების აღდგენის შემდეგ დაიბრუნებდნენ აფხაზეთს. პარალელლურად იმართებოდა მიტინგები ზუგდიდში. ზგ ჩავიდა ოჩამჩირეში, სადაც შეხვდა სამთავრობო ზალების წარმომადგენლებს. თუმცა გაერთიანების საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.

სოხუმში უკვე ბოლო დღეებია.

რუსული შენაერთები უკვე აკონტროლებენ ფუნიკულიორს, ცენტრალურ სადგურს. ქალაქი იბომბება რუსული ავიაციით. ქართული შენაერთების ცენტრი აღარ არსებობს.

მხედრიონი, გვარდია, სამხედრო პოლიცია, ადამიას ბრიგადა არაორგანიზებულად ცდილობს დატოვოს ქალაქი.
შევარდნაძემ ბათიაშვილთან და ომეგასთან ერთად უკვე დატოვა ქალაქი. თვითმფრინავი დაჯდა ბათუმში. თუმცა შევარდნაძე არც გადმოსულა თვითმფრინავიდან. საწვავის შევსების შემდეგ გადაფრინდა თბილისში.

აფხაზეთის მინისტრი შარტავას ტყვედ იყვანენ და ხვრიტავენ.

სეპარატისტები უკვე ქალაქში არიან.
გაიხსნა ჯოჯოხეთის კარები და ქალაქში საშინელებები ხდება. სარდაფებში თავშეფარებულ ქალებს, ბავშვებს, უბრალო სოხუმელებს ანადგურებენ განსაკუთრებული სისასტიკით. ეწ აგნემიოტითაც (Шмель). განსაკუთრებით თავს იჩენს სისასტიკით ბასაევის ჩეჩნური რაზმი და ბაგრამიანის ბატალიონი.

სოხუმის დაცემისთანავე ავთანდილ მარგიანი იპარება ოჩამჩირიდან და ეს 4000 კაციანი მასა უკანმოუხედავად გამორბის.
არადა მათ შეეძლოთ წესიერი სამხედრო მეთაურობის შემთხვევაში თუნდაც კოდორთან, თუნდა ერისწყალზე მოეწყოთ თავდაცვითი ზღუდე და შეეჩერებინათ მტერი და გალი და ოჩამჩირე მაინც არ დაგვეკარგა.
ყარყარაშვილის, ადამიას და მხედრიონის შენაერთები ტოვებენ სოხუმს. გადაწყვეტილია გამაგრება მაჭარკის ხიდთან, რათა შეცერდეს აფხაზების წინსვლა. ორი ტანკით დაზვერვაზე წასული ყარყარაშვილი და ადამია ხვდებიან მოწინააღმდეგის მეწინავე ფეხოსანთა ჯგუფის ცეცხლქვეშ. წინმიმავალი ადამია თავის ორ მცველტან იღუპება. ყარყარაშვილი ბრუნდება უკან და თავისი რაზმით გადადის კოდორის ხეობით. მხედრიონიც იხსნება მაჭარკის ხიდიდან.

გამოქცეულ ჯარს (ჯარი უკვე აღარაა, სბროდია) გალში და ენგურზე უკვე ქობალიას ბრიგადები ანიარაღებენ. სამთავრობო ჯარი ხშირ შემთხვევაში სიხარულით აბარებს იარაღს. ხშირია შემთხვევები როცა ორი კაცი ანიარაღებს მტელ კბილებამდე შეირაღებულ ოცეულს.

სოხუმის დაცემიდან ორ დღეში, სეპარატისტები გამოდიან ენგურის ხიდზე.