პარლამენტმა დიმიტრი ხუნდაძის დაწინაურებას მხარი დაუჭირა

მარიამ ახალკაცი

დღეს 11 ნოემბერს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის დაწინაურებას, 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ.

დიმიტრი ხუნდაძე მის წინამორბედს  აკაკი ზოიძეს ჩაანაცვლებს და  იგი ჯანდაცვის კომიტეტის თანამდებობას დაიკავებს .

ჯადაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური რაც საპარლამენტო უმრავლესობა და  საპარლამენტო თანამდებობა აკაკი ზოიძემ დატოვა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნება და საპარლამენტო უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეებმა. წამოსულ დეპუტატებს შორის არიან ქართული ოცნების აქტიური სახეები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, მარიამ ჯაში.