კობახიძე მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მეან გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციის (FIGO) პრეზიდენტ ჩიტარანჯან ნარახანი პურანდარეს და სამხრეთ კავკასიის მეან-გინეკოლოგთა მეორე საერთაშორისო კონგრესის მონაწილეებს შეხვდა.

შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლების, ასევე, საქართველოს მეან-გინეკოლოგთა და პერინატოლოგთა ასოციაციასა და მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციას შორის მჭიდრო ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მხარეები თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ.

„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის დახმარება, ის ტექნიკური შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენ მეან-გინეკოლოგთა მსოფლიო ფედერაციასთან თანამშრომლობა მოგვცემს. ეს ხაზგასმით აღინიშნა ჩვენი მხრიდან. სტუმრებმა დააფიქსირეს  მზადყოფნა, რომ  აუცილებლად მოახდენენ ინვესტირებას საქართველოში“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ.

შეხვედრას ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კომიტეტის წევრი, ელგუჯა გოცირიძე ესწრებოდნენ.