“ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს უნდა ყავდეთ მარეგულირებელი გარემოს დაცვის სამინისტროს სახით”

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მთავრობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტი დასკვნას დადებს, სადაც დეტალურად ასახავს, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან გარემოს დაცვის სამინისტროს გაერთიანებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის განცხადებით,  იმ პაკეტში, რომელიც წარადგინა მთავრობამ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით,  არ ჩანს  კარგად, თუ როგორი სტრუქტურული გადანაწილება იქნება, რა სახის საბიუჯეტო ხარჯების შემცირებაზეა საუბარი. “ჯერ კიდევ მაისში ჩვენ დავიწყეთ მსჯელობა გარემოს დაცვის სამინისტროსთვის ბიუჯეტის გაზრდაზე, და გვქონდა საკმაოდ არგუმენტირებული პოზიცია, რომ ამ სტრუქტურას შეეძლოს დღეს საქართველოს წინაშე არსებულ უამრავგამოწვევებთან გამკლავება. მაშინ ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ, ტყის მასივებს, რეინჯერებს დაფინანსება გაეზარდათ. გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე და ისეთი სტრუქტურტებისთვის, როგორიც არის ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მათთვის მარეგულირებელის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია”- განაცხადა კახა კუჭავამ