როგორ დავაღწიოთ თავი ვირუსულ ინფექციებს? – სასარგებლო რჩევები სპეციალისტებისგან

ზამთრის მოახლოებასა და ამინდის ცვლილებებთან ერთად ვირუსული ინფექციების რიცხვი თანდათან მატულობს.  როგორც ცნობილია სხვადასხვა სახის ინფექციებს დაბალი იმუნიტეტი ძნელად უმკლავდება. გთავაზობთ სპეციალისტების რჩევებს ვირუსული გრიპებისაგან თავის დასაღწევად:

  • ხშირად დაიბანეთ ხელები;

ვირუსული ბაქტერიები და მიკრობები ჰაერ-წვეთოვანი გზებით ვრცელდება ბუნებაში. ისინი ცხოვრობენ ტრანსპორტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, კარის სახელურებზე, ფულის კუპიურებზე. როდესაც ქუჩაში გადიხართ, ეცადეთ სახის ნაწილებს, განსაკუთრებით ცხვირს და თვალს ხელი არ შეახოთ. თუ არ გაქვთ საშუალება დღეში რამდენჯერმე ხელი ანტიბაქტერიული საპნით დაიბანოთ, თან ატარეთ დეზინფექციის სპეციალური გელი, ან სველი ხელსახოცი.

თუ ოჯახის რომელიმე წევრს სურდო შეეყარა, ურჩიეთ მანაც დღეში რამდენჯერმე ხელები დაიბანოს, რადგან  ნივთებზე, რომელსაც ავადმყოფი ეხება, ვირუსმა 3 საათიდან რამდენიმე დღე შეიძლება გაძლოს.

  • ხშირად გაანიავეთ ოთახი;

დღეში 3-4 წუთის განმავლობაში აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა, სადაც არ უნდა იყოთ, სახლში თუ სამსახურში. ამ დროს რომ არ შეგცივდეთ, შეგიძლიათ ოთახიდან გასვლა. ოთახში დიდხანს არ დატოვოთ ფანჯარა გამოღებული, რომ არ დაეცეს ტემპერატურა, რადგან შესაძლოა ესეც გახდეს თქვენი ცუდად გახდომის მიზეზი.

  • ხშირად დალიეთ ჩაი კენკროვანის ჯემით;

იმუნიტეტის ასამაღლებლად და ვირუსული ინფექციების თავის დასაღწევად ხშირად დალიეთ ჩაი მარწყვის,  ჟოლოს, მაყვლის და შავი მოცხარის ჯემით შეზავებული. შეგიძლიათ გემრიელი სასმელი სამსახურშიც გაიყოლოთ და დღის განმავლობაში დალიოთ. საქმე იმაშია, რომ კენკროვნების ნაყოფი მდიდარია ც ვიტამინით, რომელიც ამაღლებს იმუნიტეტს და ებრძვის სტრესს.

  • არასოდეს გამოტოვოთ სადილი;

შუადღით  აუცილებლად უნდა ისადილოთ დროულად და მიიღოთ ბალანსირებული საკვები, რომელიც გაჯერებული იქნება ცილებით, ცხიმებით და ნახშირწყლებით; ასევე რაციონში შეგიძლიათ ჩართოთ სალათის ფურცლები და სხვა ფერადი ბოსტნეული, რითაც ვიტამინების დღიურ მარაგს შეივსებთ. სადილის გამოტოვებით თქვენ ხელს შეუწყობთ ორგანიზმის დასუსტებას და იმუნიტეტის დაქვეითებას. სადილიდან რამდენიმე ხანში აუცილებლად მიიღეთ რომელიმე ხილი.

  • ისუნთქეთ სწორად;

სამწუხაროდ სწორ სუნთქვას ჩვენს ცხოვრებაში არც თუ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. სწორი სუნთქვა ორგანიზმს მხოლოდ ჟანგბადით კი არ ამარაგებს, არამედ ვირუსული ინფექციების თავიდან აცილებაშიც გვეხმარება. აქტიური და სწორი სუნთქვა ორგანიზმს სისხლის მიმოქცევაში ეხმარება და იმუნიტეტს აძლიერებს.  ხშირად გააკეთეთ ჩასუნთვა, რამდენიმე წამი შეჩერდით, შემდეგ ამოისუნთქეთ.

  • ხშირად იყავით კარგ განწყობაზე;
  • მუდმივად მოწყენილი, მოღუშული მდგომარეობა ადამიანში სტრესს იწვევს და ორგანიზმს ასუსტებს. ხშირად გაიღიმეთ, ისეირნეინეთ სუფთა ჰაერზე, რომელიც განწყობას თავისთავად აგიმაღლებთ. წადით მეგობართან ერთად კინოში, თუ ამას ვერ მოახერხებთ, სახლში სავარძელში მოკალათდით და სასიამოვნო ფილმს, სულაც კომედიას უყურეთ.

ჯანმრთელობას, კარგ განწყობას და სულის სიმხნევეს გისურვებთ!