მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით შენობა-ნაგებობებს მონიტორინგი ჩაუტარდება

პრემიერ-მინისტრი მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით შესაბამის სამსახურებს საქართველოში არსებული შენონა-ნაგებობების აღრიცხვას და მონიტორინგის დაწყებას ავალებს.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  პროექტების დამტკიცება დაგეგმარების დროს მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს კომპრომისები  შენობა-ნაგებობის ექსპლოატაციაში მიღების შემთხვევაში.  “ბათუმში მომხდარი მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პრევენციული ღონისძიებების გატარება, განსაკუთრებით სკოლებში, ბაღებსა და სასტუმროებში, სადაც ერთდროულად მრავალი ადამიანი იყრის თავს, ასევე უნდა ინახოს რამდენად სანდოა ასეთი ტიპის შენობები საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში” – განაცხადა კვირიკაშვილმა დღეს გამართულ სამთავრობო სხდომაზე.