რომან რურუამ ლუკაშენკოს და ბელორუს ხალხს მადლობის სიტყვებით მიმართა

დღეს მინსკში ჭიდაობაში სამგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, ალექსანდრე მედვედის 80 წლის იუბილეზე,თითქმის მთელი მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონები შეიკრიბნენ.

იუბილარს “ქართული ერთობის დარბაზის” და საქართველოს ხალხთა ასამბლეის სახელით,ოლიმპიური და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი რომან რურუა მიესალმა და საჩუქრად “ვეფხისტყაოსნის” ყველაზე მინიატურული გამოცემა,ქართული ღვინის სპეციალური ჩამოსხმა გადასცა.

ბატონმა რომან რურუამ მადლობის სიტყვებით მიმართა ბელორუს ხალხს და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომის ტყეებში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობისათვის გაწეული დახმარების გამო.

“ქართული ერთობის დარბაზის” და საქართველოს ხალხთა ასამბლეის სახელით ,ბატონმა რომანმა “ვეფხისტყაოსნის” ინდივიდუალური წესით შესრულებული ეგზემპლიარი და ქართული ღვინოს სპეციალური ჩამოსხმა გადასცა პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს და ოთხგზის ოლიმპიურ და ცხრაგზის მსოფლიო ჩემპიონს ალექსანდრე კარელინს.