რომან რურუამ ლუკაშენკოსგან პირადი საჩუქარი მიიღო და თავად “ვეფხისტყაოსანი” გადასცა

ალექსანდრე მედვედის 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ჩასულმა რომან რურუამ ბელორუსიის პრეზიდენტისგან პირადი საჩუქარი მიიღო და მინსკში მცხოვრები ქართველებისგან უდიდესი მადლობა დაიმსახურა.

მინსკში ჩასული მსოფლიო სპორტის ვარსკვლავები ერთად აღნიშნავდნენ, რომ ბელორუსიამ ღირსეულად აღნიშნა სამგზის ოლიმპიური და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონის, მედვედის იუბილე. იქ ჩასული სტუმრების თქმით, ეს იყო კარგი მაგალითი თუ როგორ უნდა იზრუნოს სახელმწიფომ გამორჩეულ ადამიანებზე.

-„სახელმწიფოს სპორტსმენისადმი დამოკიდებულებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სამი დღის განმავლობაში სპორტის სასახლე დატვირთული იყო სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებებით. ყველა დღე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ოფიციალურ დაჯილდოებაზე მიწვეულნი მხოლოდ რომან რურუა და კარელინი იყვნენ.

რომან რურუამ იუბილარს გადასცა გამომცემლობა „მინიატურას“ მიერ ინდივიდუალური წესით გაკეთებული უნიკალური „ვეფხისტყაოსანი“ და კომპანია „საქართველო ღვინის სამშობლო“-ს სპეციალური ჩამოსხმა.

რომან რურუამ აქვე მადლობა გადაუხადა ბელორუსიის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბორჯომში ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9b-%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a1/

მადლობასთან ერთად ბელორუსიის პრეზიდენტსაც ქართველებისთვის საამაყო „ვეფხისტყაოსანი“ გადასცა, რომელიც ასევე გამომცემლობა „მინიატურამ“ გააკეთა.

ვუყურებდი რომან რურუას და ვხედავდი რამხელა ქართული მისიით იმყოფებოდა ის მინსკში. განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო ბელორუსიაში მცხოვრები ქართველების გულითადი მადლობა და პირდაპირ გვითხრეს, რომ კარგა ხანია ასეთი გულითადი მადლობა და ასეთი თბილი სიტყვები არ მოგვისმენიაო. „კმარელების“ ვიზიტის შემდეგ ბელორუს ხალხს ნამდვილად გაუთბო გული და უამრავი ახალი მეგობარიც გაუჩნდა საქართველოს. მინსკში დაგვხვდა ბატონი მაჯიდოვი, რომელიც ცხოვრობს დმანისში და არის ჭიდაობის ფედერაციის თავმჯდომარე, საჭიროა ამ რესურსის და პოტენციალის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენება. აქ იყო საქარველოსთან ფესვებით დაკავშირებული ოსი მოქალაქე თედეევი, რომელიც მოჭიდავეთა ორგანიზაციას უდგას სათავეში და მართლაც რომ სიყვარული აქვთ ქართველი ხალხის, არ შეიძლება ამ ძალების დაკარგვა და ქვეყნის სასიკეთო საქმეებში არ გამოყენება.

იმხელა სითბო და სიყვარული იღვრებოდა ბატონი რომან რურუას მიმართ, სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს საქართველოში მცხოვრებმა ყველა ადამიანმა და განსაკუთრებით მომავალმა თაობებმა უნდდა ნახონ“-განაცხადა მინსკში მყოფმა თემურ შაშიაშვილმა.

მან ისიც გვითხრა, რომ აწ გარდაცვლილ ზურაბ სოტკილავასთან მასაც და რომან რურუასაც პირდი სიახლოვე აკავშირებდათ, ამიტომ ისინი აუცილებლად ჩავლენ მოსკოვში და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. მოსკოვში ასევე შეხვდებიან რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. შაშიაშვილის თქვით, მოსკოვში ქართველ მოჭიდავეს დიდ მიღებას უწყობს რუსეთის მოჭიდავეთა ფედერაციის ხელმძღვანელი მიხეილ მამიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა კიევში გაიმართა, სადაც ქართული ერთობის დარბაზის წევრებმა წინადადება მიიღეს უკრაინაში ქართული ფესტივალის ჩატარების.

იხ

https://www.gmtv.ge/%e1%83%9e%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ac%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%93%e1%83%90%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%a9%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90/

უმთავრესი მიზანი კი ამ შეხვედრების ქართველთა მსოფლიო კონგრესის ჩატარების მომზადებაა.

იხ.

https://www.gmtv.ge/29170-2/