პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ბეჟან გუნავა დააკავეს (ვიდეო)

პატრიოტთა ალიანსის აქციაზე ბეჟან გუნავა დააკავეს. ალიანსის მოშიმშილე წევრებს რუსთაველის მოედანზე ბანერების დადგმა სურდათ, თუმა პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა და ბანერები ჩამოართვა.

ბეჟან გუნავა პოლიციისთვის ბანარების წართმევას შეეცადა, რის გამოც ის პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავა.

შსს-ს ცნობით, გუნავა ადმინისტრაციული წესით, 166 და 173 მუხლებით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ვიდეოს რადიო24 ავრცელებს:

https://www.youtube.com/watch?time_continue=40&v=PHwHT45j31I