ცრუ განგაში ლონდონში – ფინანსურ ცენტრში ევაკუაცია გახდა საჭირო

ლონდონის ფინანსურ ცენტრში საეჭვო შეფუთვის აღმოჩენის გამო, ერთ-ერთი შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა.

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა გამნაღმველები და კრიმინალური სამსახური გამოიძახეს, თუმცა, მოგვიანებით დადგინდა, რომ შეფუთვა საფრთხის შემცველი არ იყო. პოლიციამ ამ დროისთვის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმართული კორდონი უკვე მოხსნა.