“მოსახლეობას ჩემთან კომუნიკაციის საშუალება მუდმივად ექნება…”

“ქართული ოცნების” სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე სოფელი პატარა ლილოსა და აეროპორტის დასახლების მოსახლეობას შეხვდა.

მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩეველს საკუთარი გეგმები წარუდგინა, მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად.

გიორგი ტყემალაძემ ისიც აღნიშნა, რომ მოსახლეობას მასთან კომუნიკაციის საშუალება მუდმივად ექნება  და ნებისმიერ საკითხზე შეეძლება დეპუტატობის კანდიდატისთვის მიმართვა.