პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 661 ბავშვი გახდება

დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 50-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. პატრიარქის ნათლული ამჯერად კიდევ 661 ბავშვი გახდება.

ნათლობა სამების ტაძარში დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ამ დროისთვის ილია მეორეს უკვე 32 635 ნათლული ჰყავს. ჩვილთა საყოველთაო ნათლობა პირველად 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.