ადიგენის რაიონში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

ადიგენის რაიონში, დერცელის მთაზე ხანძრის ლოკალიზება რთული რელიეფის გამო, ამ დრომდე ვერ ხერხდება. როგორც  საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრში განაცხადეს, ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადიგენში ადგილობრივებმა დაკვამლიანება გუშინ საღამოს შენიშნეს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის კერა დასახლებული პუნქტიდან დაახლოებით 8-10 კილომეტრშია.