ვერთიანდებით საოკუპაციო ზოლის სოფლების ბაგა-ბაღებს ბავშვების გასახარებლად!

“საქართველოს ქალთა საბჭო” საქართველოს ქალთა საბჭო, მოგმართავთ თხოვნით, ყველა ჩაერთოთ ქართლის საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლების ბავშვთა ბაღებისათვის და აღსაზრდელებისთვის საჩუქრების შეგროვებაში.

ეს იქნება საბავშვო ბაღის ასაკის წიგნები, სათამაშოები, ტანსაცმელი თუ ტკბილეული.

აქციაში მონაწილეობის მსურველები, ასევე ვისაც ახალი წინადადება ექნება დაუკავშირდით ქალთა საბჭოს –  kaltasabcho@yahoo.com  ან შეეხმიანეთ ფეისბუქგვერდზე.

გვაქვს თქვენი დახმარების იმედი!-აცხადებს ქალთა საბჭო.

ქალთა საბჭომ აქცია 23 სექტემბერს გამოაცხადა და საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე,  აქციას უკვე გამოეხმაურა გამოეხმაურა პოეტი მარიამ წიკლაური, რომელმაც აქციაში ჩართვის და საზღვრისპირა სოფლების ბაღების დახმარების სურვილი გამოთქვა.

დახმარების და ბავშვებისთვის საჩუქრების გაგზავნის სურვილი გამოთქვა პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, დედოფლისწყაროს ქალთა საბჭომ და ქალთა საბჭოს იტალიის წარმომადგენლობამ ქალაქ ბარში.

აქციას უერთდება საინფორმციო სააგენტო GmTV-ც და ვიწყებთ საჩუქრების შეგროვებას.

აქციაში ნებისმიერი ფორმით ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ნივთები მოიტანონ:

მიცკევიჩის 29 ა – ქალთა საბჭო – დედათა და ბავსვთა სამკურნალო ცენტრი.მე-5 ოთახი.

კოსტავას 6. მეორე სართული – GmTV

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:

599 79 70 90

599 88 97 18

ვიწყებთ და გელოდებით თქვენ-ერთად ყველაფერს შევძლებთ!