რა ხდება ამ წუთებში სპეცოპერაციის ადგილზე…

დავით დოლიძე

დაახლოებით ნახევარი საათის წინ სპეცოპერაციის ადგილას მოვიდა შს მინისტრი გიორგი გახარია. ის თანმხლებ პირებთან ერთად შემოსაზღვრულ პერიმეტრზე შევიდა. მათი შესვლა და სროლი დაწყება ერთი იყო . ინტენსიური ორმხრივი სროლა იყო, ისმოდა აფთქებების ხმა. იმ ადგილიდან სადაც მედია დგას კარგად ჩანდა ძლიერი დაკვამლიანება. დავინახე ისიც, რომ სროლის შემდეგ  სასწრაფო დახმარების 2 მანქანა გავიდა ტერიტორიიდან, 3-კი ისევ ადგილზე რჩება.

ამ დროისთვის სროლა შეწყვეტილია. საკმაოდ გამკაცრებულია კონტროლი. პერიმეტრზე დამატებითი ბრიგადები შედიან.