„ბატონებო, არ გვინდა დაპირებები, უხვად ვისმინეთ უკვე! რეალური საქმე დაგვანახეთ!“

მარი ჩაჩუა

აფხაზეთიდან დევნილი

-თვალი გადავავლე გასულ ერთ წელს, ძალიან მინდოდა დამენახა ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ისეთი ნაბიჯი, რაც პირდაპირ ორიენტირებულია ერთი ადამიანის “ამომრჩევლის” თუნდაც სულ მცირე კეთილდღეობაზე,მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვიხილე… გამახსენდა ერთ-ერთი ხელისუფალის წინასაარჩევნოდ თქმული – “ქართული ოცნება”ის პოლიტიკური ძალაა, რომელსაც შეუძლია თქვენთან ერთად თავისუფალი, დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყანა ააშენოს”. დარწმუნებული ვარ, კვლავ ეს და მსგავსი გამონაქვამები არც ამ ჯერზე მოგვაკლდება და მე, ერთი ამომრჩეველი ვსვავ ძალიან მარტივ კითხვებს:

“თქვენთან ერთად”, ანუ ჩვენთან ერთად? და ვინა ვართ ჩვენ? ერთი ხმის პატრონი და მხოლოდ? რამდენიც არ უნდა თქვათ არაო, დღევანდელი მოცემულობით ასეა! და იცით რატომ? თქვენ არ გაინტერესებთ ჩვენი რესურსი, შესაძლებლობები, რომელიც “ნაცმომ” ჯერ დააიგნორა, შემდეგ შეაფურთხა და ბოლოს ხმამაღლა გააცხადა – მიბრძანდით უმწეოთა ბაზაში (იქ მოხვედრაც ადამიანურ ბედნიერებად შერაცჰყა) “ჩასვენდით”, ჩვენ გადმოგიგდებთ ლუკმას და წყნარად იყავითო!

ახალმა ხელისუფლებამ ამ სიტუაციის თუდაც მცირედით შერბილების ნაცვლად, გაზარდა ამ ტიპის სოციალური პროგრამები და დღესაც მილიონები იდება ადამიანის საბოლოო დაჩლუნგების, ხელისუფლებაზე დამოკიდებულების ზრდაზე, გნებავთ უფასო სასადილოებში წყალწყალა სუპის ფასად. ( მშიერ ადამიანზე გაკეთებული ბიზნესი )

საბოლოოდ რა მივიღეთ? “მოსახლეობის სოციალური დაცვის” დეფორმირებული, დამახინჯებული გაუგებრობა, შესაბამისად – დეფორმირებული პროფესიული, ასააკობრივ–სქესობრივი სტრუქტურა; პროფესიული კადრების გადინების ზრდა ქვეყნიდან იაფფასიან მუშახელად; ადგილზე, პროფესიული კადრები მასიურად მომსახურეობის სფეროში მძიმე სამუშაოზე მიზერი ანაზღაურებით(ესეც თუ იშოვე “ბედნიერებაა”); “თვითდასაქმებულნი” კაბალურ პირობებში, ვინც შეინარჩუნა, მასიურად კი სრული გაკოტრება და დარჩენილი ვალები; (ვალზე გამახსენდა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი “უიმრდო სესხებთან” დაკავშირებით, რას ავალებს ბანკებს? იყნენ მიყუჩებული და ამ დადგენილების შემდეგ გააქტიურდნენ ძველი პათოსით და მუქარებით, რაზე დახარჯეთ ეს დრო, ისევ ბანკების გასაგიჟებლათ? შეიძლება კანონს კანონი დაერქვას “ქე იგი და არ იგის” შინაარსის მატარებელი? ) ქვეყანაში გაქრა მცნებები – “შრომისუნარიანი უმუშევარი”, ” სამუშაოს მაძიებელი”, “სამუშაო ძალა” და ძალიან საინტერესოა როგორ ითვლება “უმუშევრობის დონე” 1000 გამოკითხულიდან?

ვინ არის კვლევის ჩამტარებელი, ოღონდ მეცნიერული კვლევის როგორც რაოდენოვრივის, ისე ხარისხობრივის – დემოგრაფიულ, ასაკობრივ, პროფესიულ, სხვა შესაძლებლობების ჭრილში? კატეგორიზაცია იქნება ურთულესი და აუცილებლად შემოსატანი ახალი ტერმინები რეალობის შესაბამისი – ” სუიციდის მსხვერპლი”, “სუიციდის მდგომარეობა”, “შრომისუნარშერჩენილი აქტიური”, შრომისუნარშერჩენილი პასიური”, “ხელჩაქნეული” და ვინ იცის კიდევ რა სიტუაციას გადაეყრები?

საკადრო პოლიტიკა? ( მხედველოვაში მაქვს ქვედა რგოლი, რასაც ჩემი თვალით ვხედავ) ისევ უცვლელად, “ბევრი იცი, ზედმერი თავის ტკივილი ხარ” ამ ნიშნით წმენდა, თავალთმაქცური კონკურსი–ტესტირებები, ყველა ჯერზე იმარჯვებს “სასურველი”; მართალია, ეს და სხვა ჩანერგა ავადსახსენებელმა “ნაცმომ” და მისი 4 წელიწადში სრულიად გამოსწორების ილუზიაც არ გვქონდა, ამ მხრივ დაპირებების შეუსრულებლობაზე სიტყვასაც არ ვძრავთ, მაგრამ გამოსწორების მცდელობის ნაცვლად გაფერადება და გაგრძელება, ზედ პირამიდების დაშენება? ანუ “თქვენთან ერთად” –ო, ისევ ტყუილი გამოგივიდათ ბატონებო! ღმერთმა ისა ჰქნას და ვცდებოდე და მართლა შეძლოთ სიტუაციის გამოსწორება, ჩვენ კი არ გენიძლავებით, პირიქით გაფაციცებული ვართ რომ დავინახოთ სიკეთე, პირველ რიგში ქვეყნის განვითარების და პირადულზე არ გეწუწუნებით, ბატონებო, ამიტომ არ გვინდა დაპირებები, ამაზე დროს და ფულს ნუ დახარჯავთ, რეალური საქმე დაგვანახეთ, “მართალი სიტყვა” გვითხარით და ხანდახან ყური მიუგდეთ როგორ ფეთქვავს სამშობლოსთვის გული “ერთი ხმის პატრონის”, რას ამბობს მისი “გონი”, იქნებ უფრო უკეთეს რამეს ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ! და, როცა ამბობთ “თქვენთან ერთად”, სულ მინიმუმ შეურაცმყოფელი დაპირებებისგან თავი შეიკავეთ!

“ჩვენ არავის არაფერს ვთხოვთ, გვაცალეთ სამშობლოში სამშობლოს პოვნა და მისი მსახურება!” – ამას ვამბობდი და ასე მოგმართავდით წინა წლებში, მაგრამ მერე აღმოვაჩინე საკუთარ თავში, რომ რაღაც რაღაცეები თქვენზე უკეთ ვიცი, უფრო სწორად ასეთი დამაჯერებლობა გამიჩნდა იმ გუნდში, სადაც უფალმა მიმიყვანა, ეს – “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობაა”, ეს “არაჩვეულებრივი სამყაროა” იდეალისტების, იდეისთვის თავდადებულთა, მუხლჩაუხრელი შრომის და რომ არ იღლები, დასვენებისთვის დრო არ გემეტება… რა ვქნათ წლებია ზრდილობიანათ ვითმინეთ, ვითმინეთ… გელოდეთ, გელოდეთ…. წლები გადის, დრო იწურება… მაშ როდის ჩვენი ვალდებულება ქვეყნის წინაშე -სამშობლოს მსახურების?! გინდათ თუ არ გინდათ, ეს უკვე მოხდა ისევე ზრდილობიანათ, უკვე ანგარიშგასაწევი ძალა ვართ, თუ მოგვისმენთ, მხოლოდ სიკეთისკენ წავა საქმე ერთობლივად – სამშობლო ერთი გვაქვს?!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავაფასოთ ერთმანეთი!

“დგას წიწამურთან საქართველო შუბლნატყვიარი და გვევედრება ერთმანეთის გულს გავუფრთხილდეთ”!