ვეტერანი დასაფასებელია! მოსამართლემ ვეტერანს ციხე მიუსაჯა და სასჯელი კამერაში ერთად მოიხადეს (ვიდეო)

„მწვანე ბერეტი“ ჯოზეფ სერნა სამჯერ იყო ავღანეთის მისიაში. მის გვერდით არაერთი მეგობარი დაღუპულა ბრძოლაში, ჯოზეფის თვალწინ უამრავი საშინელება ხდებოდა, რამაც მის ფსიქიკაზე გავლენა იქონია და ომიდან ძლიერი სტრესით დაბრუნდა. ომმა შეარყია ჯოზეფის ჯანმრთელობაც და ფსიქიკაც. მებრძოლმა სმა დაიწყო და ალკოჰოლდამოკიდებული გახდა. ერთხელაც სასამართლოს წინაშე სწორედ საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში დაჯდომის გამო მოხვდა. მაშნ სასამართლომ ჯოზეფს ჯარიმა შეუფარდა და სამკურნალო პროგრამაში ჩასვა, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ ანლოგიური სასჯელისთვის მოსამართლე უძულებული გახდა მისთვის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მაგრამ…

…მაგრამ მოსამართლემ, ლუ ოლივერმა, რომელიც თავად ომის ვერეტანია, განსასჯელის სკამზე მჯდომ  ვეტერანს ხანგრძლივად თავისუფლეის აღკვეთის მაგივრად 24 საათიანი პატიმრობა შეუფარდა, მერე თავად წაიყვანა ციხეში და მოსახდელი 24 საათი მსჯავრდებულ-ვეტერანთან ერთად საპატიმროში გაატარა. მთელი ღამე ისინი „მამაშვილურად“ საუბრობდნენ.

ჯომ განაცხადა, რომ საუბრის შემდეგ თავი უფრო კარგად იგრძნო.

მოსამართლემ კი განაცხადა:

-მე მოსამართლე ვარ და ბევრი ბოროტება მინახავს, მაგრამ ჯო კარგი ადამიანია, მისი დახმარებით მე ჩემს თავსაც დავეხმარე.

ვეტერანი დასაფასებელია!

https://www.facebook.com/MolniaPlus/videos/460990427619796/