უკრაინის ხელისუფლებამ 243 რუსული კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა

„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, უკრაინის ხელისუფლებამ 243 რუსული კომპანია „შავ სიაში“ შეიყვანა. ინფორმაციას უკრაინის უშიშროების სამსახურში ადასტურებენ და ამბობენ, რომ საუბარია კომპანიებზე, რომლებიც ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე კომერციულ სტრუქტურებთან თანამშრომლობდნენ. კონკრეტულ კომპანიებს ამ ეტაპზე უკრაინის უშიშროება არ ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას 400 ფიზიკური პირის და 100 კომპანიის წინააღმდეგ სანქციების შემოღების შესახებ.

კომენტარის დატოვება