“საპატრულო პოლიციის ოფიცრებო, მიიღეთ ჩემი მადლობა!..”

ირმა ინაშვილი

-მადლობას ვუხდი თბილისის საპატრულო პოლიციის მთელ შემადგენლობას, განსაკუთრებით მთაწმინდის რაიონზე პასუხისმგებელ დანაყოფს, რომელსაც პოლიტიკურად ყველაზე რთული პარამეტრის დაცვა ევალება… მადლობას ვუხდი დაუღალავი შრომისთვის, მაღალი მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი შეგნებისთვის, მათი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის.

24 საათიან რეჟიმში პატრულირებენ მოშიმშილეებთან. ყველა მრავალათასიანი აქციის დროს მხოლოდ გვეხმარებიან და ხელს არავინ გვიშლის.

საპატრულო პოლიციის ოფიცრებო, მიიღეთ ჩემი მადლობა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მადლობა. იცოდეთ, რომ ჩვენ თქვენს პროფესიონალიზმს ვაფასებთ.