“ვეტერანს ბანკი სახლიდან ასახლებს!” – შეადარეთ! ვეტერანი ამერიკაში და ჩვენთან

აშშ-ში მოსამართლემ მსჯავრდებულ-ვეტერანთან ერთად სასჯელი მოიხადა, ჩვენთან ვეტერანს სახლიდან ასახელებენ!

შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაინვალიდებულ 2008 წლის ომის ვეტერანს, დავით მახარაშვილს ბანკი სახლიდან ასახლებს:

“ავღანეთის მისიაში დაინვალიდებულ 2008 წლის ვეტერანს ბანკი სახლიდან ასახლებს.
სადაა ქვეყნის პრეზიდენტი, მთავარსარდალი?
სადაა თავდაცვის სამინისტრო?
სადაა ვეტერანთა დეპარტამენტი?
სადაა ვეტერანთა პარტიები?
სადაა ვეტერანული ორგანიზაციები?
სადაა ე.წ. ტელევიზიები?
სადაა პარლამენტში მჯდომი სამხედროები?
შეგახსენებთ რომ დავით მახარეიშვილი ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში 2012 წ 28 ივლის პატრულირების დროს ხელთნაკეთ ნაღმზე აფეთქდა რომელსაც ხერხემლის L2,L3,L4 მალების კომპრესიული მოტეხილობა და გულმკერდის 2 და 3 ე მალების მოტეხილობა აქვს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და გენშტაბის იმდროინდელმა უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ის ავადმყობობის რეაბილიტაციის პროცესში მარიხუანის მოწევის გამო მოხსნეს მაშინ როდესაც სერჟანტ დავით მახარეიშვილს 20 გრამ მორფს უკეთებდნენ დღეში ტკივილების გასაყუჩებლად.
P.S დღეს ეს ვაჟკაცი ბიჭი დარჩენილია ყოველგვარი ფინანსური შემოსავლის გარეშე, ბანკი უყიდის სახლს და კაციშვილი ხმას არ იღებს ამაზე ამ კაცს რომ რამე დამართოთ და ფეხებზე დაიკიდოთ მივალ თავდაცვის სამინისტროსთან და საჯაროდ გავაბოლებ მარიხუანას და ნახევარ ტარიანს გადმოგიგდებთ ეზოში ეს იქნება ჩემი პროტესტის უკიდურესი ზომა. არასდროს მომიწევია მარიხუანა, სიგარეტსაც 3 თვეა რაც თავი დავანებე მაგრამ ის რასაც თქვენ აკეთებთ ჩემგან ამ პროტესტს იმსახურებს. გირჩები მომიკითხეთ ისინი არიან თქვენი ფასეულობის სასწორი.”

და შეადარეთ! ვეტერანი ამერიკაში და ჩვენთან-აუცილებლად ნახეთ!

https://www.gmtv.ge/%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a2%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%90/