რელიგიურ კონფესიებს მიწის ნაკვეთები, ფართები და სამლოცველოები გადაეცათ

რელიგიის საკითხთა სააგენტოსთან არსებული ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეოთხე სხდომაზე ქონების გადაცემაზე იმსჯელეს. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ასევე ლუთერულ და კათოლიკურ ეკლესიებს, ეზიდთა თემსა და მუსლიმთა თემს მიწის ნაკვეთები, ფართები და სამლოცველოები გადაეცათ.  გერმანელ კათოლიკეებს პირველად გადაეცათ 5 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

სააგენტოს სხდომას სააგენტოს იურისტი ვალერიან ლილუაშვილი ხელმძღვანელობს.