„ოცნებაში“ ენმ-ს დესანტია!“ – მიქაიას ნათქვამი ნიკა მელიამ დაადასტურა (ვიდეო)

რამდენიმე დღის წინ «დაიცავი საქართველოს“ ლიდერმა კახა მიქაიამ სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა და ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ”ქართული ოცნების” სახელით წარდგენილ კანდიდატების ,,ნაციონალურ მოძრაობასთან,, კავშირის დასადასტურებლად, მან ამ  პირთა პარტიის წევრების მოწმობები გამოაქვეყნა.

გამოქვეყნებული დოკუმენტები გახლდათ ,,ნაციონალური მოძრაობის,, პარტიული მოწმობები, რომელიც 2013 წლით თარიღდება და რომელსაც მიხეილ სააკაშვილი აწერს ხელს. პრესკონფერნციის კულმინიცია გახდა ქალაქ ზუგდიდის “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატის ლაშა გოგიას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრობის ფაქტი, რომელიც ასევე პარტიის მანდატით იქნა წარმოდგენილი.

მიქაიას საპასუხოდ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და თავად მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ განაცხადეს, რომ არასოდეს ყოფილან “ნაციონალური მოძრაობის” წევრები.

მისი ამ განცხადების შემდეგ „თაიმერი“კახა მიქაიას მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ავთენტურობის დადგენის მიზნით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის,, ცენტრალურ ოფისს მიმართა, საიდანაც, როგორც ჟურნალისტები ამბობენ,  პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, გენერალური მდივნის მოვალეობის შემსრულებლის ნიკანორ მელიას მიერ ხელმოწერილი პასუხი მიიღო :

“თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ლაშა გოგია 2004 წლიდან არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი”

 ჯანაშია ირაკლი – ჭითაწყარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; ებრალიძე პაატა – ჯიხაშკარის მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”; მოქმედი გამგებლები: ფაჟავა ზურაბ – ახალსოფლის გამგებელი; შელია რევაზ – ახალკახათის გამგებელი; პერტაია ვალერი – ორულის გამგებელი; ნინუა ბადრი – ურთის გამგებელი; ჩახაია კობა – კახათის გამგებელი;

GmTV კომენტარის მოსაპოვებლად ცდილობს დაუკავშირდეს მერაბ ქვარაიას და მის პასუხს მიღებისთანავე მივაწვდით ჩვენს მკითხველს.

კახა მიქაიას ბრიფინგი

https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/1986788301606167/