ხათუნა სამნიძემ საკრებულოს თავმჯდომარე კანონდარღვევაში დაადანაშაულა

საკრებულოს სხდომა დაიწყო.

რესპუბლიკური პარტიის ლიდერი ხათუნა სამნიძე საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს და კითხვაზე-რომელი კანონით და რომელი მუხლით დაიხურა სხდომა-პასუხს მოითხოვს.

სამნიძემ გიორგი ალიბეგაშვილი კანონის „უხეშ დარღვევაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სხდომას საკრებულოს თანამშრომლები ადგილის დასაკავებლად ძალდატანებით ესწრებიან.