აღკვეთეთ დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების თავნებობა!

თიანეთის მერობის კანდიდატის, თამაზ მეჭიაურის პოსტი სოციალურ ქსელში:

“ცენტრალური ხელისუფლების და “ქართული ოცნების” საყურადღებოდ!!!
აღკვეთეთ დეპუტატის და ადგილობრივი ხელისუფლების თავნებობა!
ასეთ ამინდში გააუქმეს მთელი რიგი რეისები, ასევე ბავშვები დატოვეს სასკოლო ტრანსპორტის გარეშე, აიძულებენ საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებს მათ პიარ-კამპანიაში მონაწილეობას…
უბრალოდ, ხალხსაც აღიზიანებენ და შედეგსაც ვერ დადებენ…

საინტერესოა, რომელ სამსახურებში აქვთ საქმე ისე აწყობილი, რომ სამუშაო საათებში წავიდნენ მცხეთაში, ყოფილი გამგებლის და ზაქარიას საამებლად…”- წერს მეჭიაური.