“მთელი ღამე გავატარე ე.წ კაპეზე…გამისწორდნენ სიტყვიერად და ფიზიკურად…”

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი

მთელი ღამე გავატარე ე.წ კაპეზე,
აქციიდან სრულიად უმიზეზოდ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა სავარაუდოდ კრიმინალურმა პოლიციამ, გადამათრია ე.წ რკინის ბარიკეტების მეორე მხარეს, სადაც მაყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაწყოფას ჩანს სურათებზეც, ამის მერე საპატრულო ეკიპაჟმა გადამიყვანა აეროპორტის გზაზე რომ შუშებიანი შ.შ.ს შენობაა,მაგ შენობის ეზოში, სადაც კვლავ გამისწორდნენ სიტყვიერად და ფიზიკურად, ამის შემდეგ გადამიყვანეს ე.წ კაპეზეზე,მერე მაქედან სააავადმყოფოში და მერე ისევ კაპეზეზე,შემდეგ შუადღეს სასამართლოში რომელიც გადაიდო 17 ში 3 საათზე…

საკანში ერთად ვიყავით მე,ბესო გაზდელიანი და ლაშა ცუცქირიძე…
საპატრულო პოლიცია მედავება,რომ თითქოს მე ვილანძღებოდი უმისამართოდ და თითქოს მე გავუწიე წინააღმდეგობა პოლიციას,შეგახსენებთ ტელევიზორში გავიდა კადრები სადაც ჩანს რომ მე უხმოდ მივყვები საპატრულო პოლიციას და არ ვუწევ წინააღმდეგობას…

შ.შ.ს – ს ეზოში მე შევეცადე,უფროსწორედ იძულებული გამხადეს მიმეყენებინა თვითდაზიანება,რადგან მე ვითხოვდი ექიმს უშედეგოდ,მე ვითხოვდი ზარს მშობლებთან უშედეგოდ და ვითხოვდი ადვოკატს უშედეგოდ…
ეხლა ნორმალურად ვარ, სახლში ვარ უძილო და დიდი მადლობა ყველას ვინც დაინტერესდა ჩემი ბედით…
შაბათს ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო ბევრნი!!

თუ საპატრულო პოლიცია წარმოადგენს ფაქტებს სადაც ფიქსირდება ჩემს მიმართ ბრალდებების რეალურობა,მემუქრება ან ჯარიმა ან პატიმრობა,მაგრამ ის რაც არ ყოფილა და არ მომხდარა როგორ უნდა წარმოადგინონ საინტერესოა…